ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 1877 შემთხვევაა გამოვლენილი.
ე.წ.მთავარი სანიტრის, მარინა კოჩიევას თქმით, ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებებში 147 პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, ამბულატორიულად 1064 ადამიანი მკურნალობს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსის დამარცხება 813-მა პირმა შეძლო.