„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს
პარტია „ლელო საქართველოსთვის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაივლიან ტექნიკურ დეტალებს, თუ რას აპირებს ოპოზიცია პარლამენტის პირველი სხდომის გამართვისას.
„იცით, რომ გუშინ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს ე.წ. მეორე ტურის შედეგები. შესაბამისად, ყოველდღე შეგვიძლია, ველოდოთ იმას, რომ ცესკო შეაჯამებს საბოლოოდ ამ ე.წ. არჩევნების შედეგებს და შემდეგ ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია, დანიშნოს პირველი სხდომა. ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ, რათა გავარკვიოთ ბოლო დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვაკეთებთ პირველი სხდომის დროს. გარკვეული მონახაზები უკვე არსებობს. „ლეიბორისტებთან” შეხვედრის შემდეგ ჩვენ ეს მონახაზები გავაჟღერეთ. შესაბამისად, დღეს ტექნიკურ დეტალებს გავივლით. რაც შეეხება მესამე რაუნდს, ამასთან დაკავშირებით სიახლის თქმა არ შემიძლია იმიტომ, რომ იქნება თუ არა ეს მესამე რაუნდი საერთოდ, არავინ იცის“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.