ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ მამაკაცს 4 დღეა, ეძებენ

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაუჩინარებულ 76 წლის მამაკაცს 4 დღეა, ეძებენ.

სამედიცინო დაწესებულების იურისტის, არმაზ ხელიძის თქმით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ქირურგიული მანიპულაციისთვის თვითდინებით მიმართა. მისივე თქმით, პაციენტს რამე ფინანსური ვალდებულება კლინიკის წინაშე არ ჰქონდა, შესაბამისად, უცნობია კლინიკიდან გაპარვის მიზეზი.

ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი 76 წლის მამაკაცმა 27 ნოემბერს ღამით უკანა კარიდან დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები