გია ვოლსკი: უახლოეს დღეებში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა ჩატარდება
,,ქართული ოცნების” წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის უახლოეს დღეებში შეხვედრა ჩატარდება.
მისი თქმით, განსახილველი თემა შეხვედრაზე არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და ეს არ შეიცვლება.
“უახლოეს დღეებში ჩატარდება შეხვედრა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. საკითხი, რასაკვირველია, იგივეა, კომპრომისი იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, დაუშვებელია, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.