30 ნოემბრიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

30 ნოემბრიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება.

“ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@idp.gov.ge გამოაგზავნონ.

გარდა ამისა, სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ნომრებზე: 511 139 724; 511 139 723; 599 006 581.

ნებისმიერი შეკითხვისა და კონსულტაციისთვის კი, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს Facebook გვერდს. არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, შესაძლებლობების ფარგლებში, შეუფერხებლად განხორციელდეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები