წლის ბოლომდე საკვებ პროდუქტებს ერთჯერადად 10 ათასამდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. წლის ბოლომდე საკვებ პროდუქტებს ერთჯერადად 10 ათასამდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი მიიღებს.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების პერიოდში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მოქმედების არეალებში პარკირება ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასო იქნება. უფასო პარკირებით სარგებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.