თამარ გაბუნია: პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში თავდაცვის სამინისტროს 7 ექიმია ჩართული
“თავდაცვის სამინისტროს 7 ექიმია ამ პროცესში ჩართული და ისინი გვეხმარებიან პაციენტების ნაკადების მართვაში ადგილებზე”, – ამის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, როგორ ხდება პაციენტების გაწერა ბინაზე ან კოვიდსასტუმროში, ეს არის უკვე მთავრობის დადგენილებითა და მინისტრის ბრძანებით გაწერილი პროცედურა.
„თავდაცვის სამინისტროს ექიმების მობილიზებას რაც შეეხება, ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ თავდაცვის სამინისტროსთან იმ კუთხით, რომ თავდაცვის სამინისტროს ექიმები გვეხმარებიან პაციენტის ნაკადების მართვასა და მონიტორინგში, რათა რაციონალურად მოხდეს საწოლფონდის გამოყენება. თავდაცვის სამინისტროს 7 ექიმია ამ პროცესში ჩართული და ისინი გვეხმარებიან პაციენტების ნაკადების მართვაში ადგილებზე.
ეს არის გაკვეულწილად დამოუკიდებელი აზრი, ექიმური, კოლეგიალური აზრი, მეორე აზრის მოძიების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სპეციალისტს, როცა ის იღებს გადაწყვეტილებას ბინაზე ან ჰოსპიტალში გაწერის შესახებ. ესეც არის უკვე მთავრობის დადგენილებით და მინისტრის ბრძანებით გაწერილი პროცედურა, როგორ ხდება პაციენტების გაწერა ბინაზე ან კოვიდსასტუმროში”, – განაცხადა გაბუნიამ.