გერმანიის მთავრობა 2021 წელს 180 მილიარდი ევროს სესხის აღებას გეგმავს

გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღმოსაფხვრელად 180 მილიარდი ევრო სახელმწიფო ვალად აიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ჯამურად, გერმანიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 498,62 მილიარდ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის გათვლებით, სექტემბერში დაგეგმილი იყო 96 მილიარდი ევროს სესხად აღება.
გერმანიის ყველაზე დიდი რაოდენობის ვალი 218 მილიარდ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები