საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
სააგენტოსვე ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
,,აღმოსავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 28 ნოემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.