ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა, 84 კი დაინფიცირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა.
ბოლო ერთ დღეში კიდევ 84 ადამიანი დაინფიცირდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 5 732 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 72 ადამიანი მკურნალობს, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი, 33 პაციენტია მოთავსებული, ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა; მრავალპროფილურ ჰოსპიტალში 36 პირია, სამის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსის დამარცხება სულ 3 661-მა პირმა შეძლო.