სააკაშვილი: ახალ წელზე, არდადეგებზე ვირუსი სადმე მიდის? რამე საგზური აქვს აღებული?

ახალ წელზე, არდადეგებზე ვირუსი სადმე მიდის? რამე საგზური აქვს აღებული? თუ გინდათ, რომ სასწრაფოდ, კონტრაბანდით შეიყვანოთ დანაშაულებრივი გზით დანიშნული პარლამენტი, ეს შეზღუდვები ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ?, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე მიმართვაში განაცხადა.

,,სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თავისი ტყავის გადარჩენისთვის გაკეთებული გადაწყვეტილებაა. სილამაზის სალონებს არ კეტავთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს? რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი?

როგორ ხდება, რომ 24 დეკემბერს ისევ გაიღება? ახალ წელზე, არდადეგებზე ვირუსი სადმე მიდის? რამე საგზური აქვს აღებული? თუ გინდათ, რომ სასწრაფოდ, კონტრაბანდით შეიყვანოთ დანაშაულებრივი გზით დანიშნული პარლამენტი და ამისთვის გჭირდებათ?

სად წავიდა ის 10 მილიარდი, რომელიც თქვენ აიღეთ. კაპიკები, რომელსაც ხალხს უგდებთ, ეს არის 10 მილიარდის ხარჯვა? ეს ფული თქვენ გახარჯეთ თქვენს ტენდერებზე, ბიზნესებსა და კარგად ყოფნაზე.

მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი, ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ,,ოცნების“ მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. შემდეგ, პარალელურად, ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები