ნატახტარს წლის ბოლომდე უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარის მოსახლეობას მალე ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. ააღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს, უკვე მოეწყო ორასმეტრიანი ჭაბურღილი, კომპანია მალე სოფლის დაქსელვით სამუშაოებს დაიწყებს. შედეგად, 150 ოჯახს წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაეჭრება. პროექტის ღირებულება 270 ათასი ლარია, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გია გიუტაშვილთან ერთად მოინახულა.
„აღნიშნულ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა დიდი ხანია, აწუხებს. მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ბიუჯეტს 270 ათასი ლარი უჯდება, წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებენ, გარდა ამისა, ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობაც”, -განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები