ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ე.წ. ჯანდაცვის უწყებაში კი ამტკიცებენ, რომ მაჩვენებელი მცირდება
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო მაჩვენებელმა კი 5648
დადასტურებულ შემთხვევას მიაღწია.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 74-ს შეადგენს.
ვირუსის დამარცხება 3654-მა პირმა შეძლო.
არსებული სტატისტიკის შეფასებისას, ე.წ.ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ განაცხადა, რომ ნოემბერში ახალი შემთხვევების რიცხვმა ორჯერ იკლო.
მისი მონაცემით, ოქტომბერში 2831 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 24 ნოემბრამდე პერიოდში 1343-მდე.