საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს 26 ნოემბერს და 1 დეკემბერს მალტისა და ბოსნიის ეროვნულ გუნდებთან გამართავს.
შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და ორივე თამაში 15:00 საათზე დაიწყება.
საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს რვა თამაშიდან ყველა წაგებული აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.