პაატა იმნაძე: შეზღუდვების შემდეგ შემთხვევების შემცირებას არ ველოდებით, არ მოიმატებს

“შეზღუდვების შემდეგ ნაკლებ შემთხვევებს კი არ ველოდებით, აღარ მოიმატებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

,,შეზღუდვების შემდეგ ნაკლებ შემთხვევებს კი არ ველოდებით, აღარ მოიმატებს რაოდენობა.

ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი აფასებს მთელს მსოფლიოში დაავადების მაჩვენებელი, ევროპაში ეს არის, 1/5-ზე. ჩვენთან არის 1/3-ზე. ეს დამოკიდებულია შემდეგზე – ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე, მცირე სიმპტომატიკა შეიძლება, გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას, რომ გამოიკვლიონ. ეს არის ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები