სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოფო კილაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე.

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ David Zalkaliani Ministry of Foreign Affairs of GeorgiaPermanent Mission of Georgia to the United NationsPermanent Mission of Georgia in Geneva.

ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ  ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, – წერს სოფო კილაძე.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა. არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო.

სოფო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები