გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო – ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს იმ ადვოკატებმა მიმართეს, რომელთაც ინფიცირებულ უფლებადამცველთან ჰქონდათ ახლო კონტაქტი. როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ მხოლოდ დღევანდელი სხდომა გადადო, თუმცა, მომდევნო სხდომისთვის ადვოკატებს ტესტირების პასუხის წარმოდგენა დაავალა.

შემდეგი სასამართლო 26 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები