ხათუნა ზახაშვილი: სანამ შემთხვევა განიხილება, როგორც მწვავე, მისი აცრა არ უნდა მოხდეს არც გრიპის და არც სხვა გეგმური ვაქცინაციით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, როგორც კი ექიმი კოვიდგადატანილ ადამიანს აძლევს გამოჯანმრთელებულის სტატუსს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ შემთხვევა განიხილება, როგორც მწვავე, მისი აცრა არ უნდა მოხდეს არც გრიპის და არც სხვა გეგმური ვაქცინაციით.

„ერთადერთი უკუჩვენება ნებისმიერი ვაქცინაციის კოვიდთან მიმართებით არის დაავადების მწვავე პერიოდი. იქამდე, სანამ შემთხვევა ექიმის მიერ განიხილება, როგორც მწვავე, მისი აცრა არ უნდა მოხდეს არც გრიპის ვაქცინით, არც სხვა გეგმური ვაქცინაციით, რომლითაც იცრებიან ჩვენს ქვეყანაში ბავშვები. იმ მომენტიდან, როგორც კი ექიმი აძლევს შემთხვევას გამოჯანსაღებულის სტატუსს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით, მათ შორის, გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინით“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები