ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით უკვე 70 ადამიანია გარდაცვლილი, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ე.წ.რესპუბლიკაში ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამურად, დაავადებულთა რიცხვმა 5 442-ს მიაღწია.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 72 ადამიანი მკურნალობს, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა, 20-ის საშუალო სიმძიმის.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტია მოთავსებული, მობილურ ჰოსპიტალში კი, 31. მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის დამარცხება სულ 3 623-მა პირმა შეძლო.