ბახმაროდან გამოსვლას, თოვლისა და უამინდობის გამო, 200-მდე ადამიანი ვერ ახერხებს
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ბახმაროდან გამოსვლას, თოვლისა და უამინდობის გამო, 200-მდე ადამიანი ვერ ახერხებს.
მისივე თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები ბახმაროში არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით ავიდნენ.
„გუშინ და გუშინწინ ბახმაროში ავიდნენ ჯგუფები არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით. მიუხედავად გაფრთხილებისა და გზაზე შესაბამისი ტრაფარეტებისა, ისინი მაინც ავიდნენ ბახმაროში. საუბარია დაახლოებით 150-200 ადამიანზე. ახლა ვაწარმოებთ საწვავის შეტანას. გზა მალე გაიწმინდება და მოხდება ამ ადამიანების გამოყვანა“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.