თამარ გაბუნია: ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია

“ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაიცავს საზოგადოება წესებს, მათ შორის, პირბადის გამოყენებას.

„ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია. თუნდაც ამ 4000-იან მაჩვენებელზე შევნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდი. სულ მცირე 2-3 კვირა მაინც დასჭირდება იმას, რომ სტაბილიზაციის შემდეგ კლება მივიღოთ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავიცავთ ყველა წესებს. მათ შორის, პირბადე არის კრიტიკული ფაქტორი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები