მამუკა არეშიძე: ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან – შეგნებულ საბოტაჟთან, რათა ყველა დაარწმუნონ არჩევნების გაყალბებაში

“ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან – შეგნებულ საბოტაჟთან, რათა ყველა დაარწმუნონ არჩევნების გაყალბებაში”, – ამის შესახებ ესქპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ცუდია, რომ მეორე ტურში ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა, რაც პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია.

,,პირველი ტურის მერე მეც გამიჩნდა კითხვები ამ დაუბალანსებელი ოქმების გამოქვეყნების თაობაზე, რა ხდებოდა საარჩევნო კომისიების უმრავლესობაში? სათანადოდ იყო თუ არა მომზადებული ეს ხალხი? ისეთი ხმები მომდის, რომ მომზადებაგავლილი ხალხი ვერ მოხვდა საარჩევნო კომისიებში. ამბობენ იმასაც, რომ მავანი თავის ახლობელ-ნათესავებს ასაქმებდა. მეორე ინფორმაცია, რომელიც ასევე მსმენია, ის არის, რომ საბოტჟსაც ჰქონდა ადგილი. ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაარკვიონ შესაბამისმა უწყებებმა.

ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან – შეგნებულ საბოტაჟთან, რათა ყველა დაარწმუნონ არჩევნების გაყალბებაში.

შეთქმულების თეორიის აგება ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ ქვეყნის გარედან ჩარევის შემთხვევაში ყველაფერი უფრო ჭკვიანურად გაკეთდებოდა… თუმცა, ვერაფერს გამოვრიცხავთ და ამის გარკვევის ვალდებულებაც ხელისუფლებას აკისრია.

ცუდია, რომ მეორე ტურში ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით დაწყებული მოლაპარაკება შედეგიანი იქნება და პარლამენტში არ დარჩება მხოლოდე ერთი პარტია. ეს ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას დააზიანებს და იქნებ როგორმე დაანახონ პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც.

თუ პარლამენტში მხოლოდ ,,ქართული ოცნება” დარჩება, ეს კანონის დარღვევა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება… როგორმე ხელისუფლება უნდა ეცადოს გამოსავლის მოძებნას, რომ ერთპარტიული პარამენტი არ მივიღოთ”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტმა ვადამდელი არჩევნების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველოსთვის ამ ტვირთის ტარება რთულია.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყნისთვის რთული გადაწყვეტილება იქნება. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესებს ბევრი ფული სჭირდება, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით კი საქართველოსთვის ამ ტვირთის ტარება რთულია. ვფიქრობ, ვითარების განსამუხტად შეიძლება, გამოდგეს ის, რომ მომავალ წელს ჩვენ გვიწევს ადგილობრივი არჩევნების ჩატარება და იქნებ მოხერხდეს, რომ ამას დავამთხვიოთ ვადამდელი არჩევნებიც, თორემ ამ პანდემიის ჟამს გაზაფხულზე ცალკე არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, გამორიცხულია. არ შეიძლება ამ მძიმე ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ პირობებში ექვს თვეში ერთხელ არჩევნების ჩატარება, ეს დაანგრევს ქვეყანას”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები