არჩილ გორდულაძე – ჯო უილსონზე: ეს არის ადამიანი, რომელიც იღებს თანხებს და შემდეგ ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია

„ეს არის ადამიანი, რომელიც იღებს თანხებს და შემდეგ ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ვაშინგტონში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ჯო უილსონის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც იღებს თანხებს და შემდეგ ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია, მათ შორის ისეთი აბსოლუტური ტყუილების, როგორიც ვნახეთ ცოტა ხნის წინ, მაგალითად ტრამპის თაობაზე თითქოს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც არის აბსურდი. ქართული პასპორტის მქონე აგენტურა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, უცხოური პასპორტის მქონე აგენტურასთან ერთად იბრძვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებისთვისაც მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთიანობა, ქვეყნის და ერის მთლიანობა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიმართლე რომ თქვას, ეს უნდა გაუკვირდეს საზოგადოებას – მათი ყოველი გადადგმული ნაბიჯი არის ერთი დიდი სიცრუე. ასე იყო წარსულშიც და ასე ახლაც”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, არჩევნებამდე ორ კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშინგტონშია და კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრებს მართავს. ამასთან, ჯო უილსონი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დონალდ ტრამპს მატყუარა უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები