თენგიზ შარმანაშვილი – „ლელოს“ ლიდერების ბრიუსელში გამგზავრებაზე: „ლელოს“ ხელისუფლების წყაროდ ქართველი ხალხი არ მიაჩნია
„ეს პირველად არ გააკეთეს. საპარლამენტო არჩევნების დროსაც ამომრჩეველთან თუ ერთ და ორ დღეს ატარებდნენ, 20 დღეს ატარებდნენ თავის პატრონებთან უცხოეთში,“ – ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, მამუკა ხაზარაძის, ირაკლი კუპრაძისა და თაზო დათუნაშვილის ბრიუსელში გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათ ხელისუფლების წყაროდ ქართველი ხალხი არ მიაჩნიათ. კანდიდატი, რომელიც გადაშვებულია საარჩევნო კამპანიაში, ორი კვირით ადრე მოწყდეს თავის ამომრჩეველს და წავიდეს თავის პატრონებთან შესახვედრად, ეს ხაზს უსვამს, რომ ის ხელისუფლების წყაროდ თვლის იქ, სადაც მიდის თავის პატრონებთან და არა ქართველ ხალხს, როგორც კონსტიტუციაშია მითითებული. ეს პირველად არ გააკეთეს. საპარლამენტო არჩევნების დროსაც ამომრჩეველთან თუ ერთ და ორ დღეს ატარებდნენ, 20 დღეს ატარებდნენ თავის პატრონებთან უცხოეთში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, Prime Time-ის ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ.