ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 214 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 68 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში სტაციონარულად 69 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 25 ადამიანი, 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული. სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები