ზაალ უდუმაშვილი: მასშტაბური აქციები გავაუქმეთ, თუმცა, ხვალ თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ რაღაც ფორმით გააკეთოს მცირე აქცია, ეს მისი გადასაწყვეტია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მასშტაბური აქციები გაუქმებულია, თუმცა, ხვალ თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ რაღაც ფორმით გააკეთოს მცირე აქცია, ეს მისი გადასაწყვეტია.
„ასეთი დიდი მასშტაბური აქციები, როგორც იყო მაგალითად რამდენიმე დღის წინ თბილისში, გავაუქმეთ. თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ ხვალ რაღაც ფორმით გააკეთოს მცირე აქცია, ეს მისი გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი სახის აქცია, რაც უნდა გაგვემართა ჩვენ გარკვეულ მნიშვნელობასა და დატვირთვას მისცემდა მეორე ტურებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ეს არის სრული ფარსი, რაც ხვალ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, ჩვენ არ ვაღიარებთ არც პირველი ტურის შედეგებს და არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ მივცეთ ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა მეორე ტურებს და გავაუქმეთ ყველა აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.