რატომ ეძინათ ევროპელებს შუა საუკუნეებში „კარადებში“

მრავალი საუკუნის განმავლობაში საკუთარი სივრცის ქონა ძალიან აბსტრაქტულად ჟღერდა. განმარტოებით დაძინება ბევრისთვის ფუფუნება იყო. ღარიბებს ვიწრო ქოხებში ეძინათ, სადაც ხშირად სამ-სამი თაობა ცხოვრობდა. ინტიმურ გარემოს ასეთ დროს კარადის მსგავსი ხის უჯრები ქმნიდნენ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ბრიტანეთში, შოტლანდიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში რამდენიმე საუკუნის მანძილზე ძილისთვის უცნაურ ხის კონსტრუქციებს იყენებდნენ, რომლებიც ტანსაცმლის შესანახ ავეჯს ჰგავდა. საწოლი-უჯრა ცალკე მდგომ ან კედელში ჩაშენებულ ავეჯს წარმოადგენდა, სადაც იყო ყველაფერი, რაც კომფორტული ძილისთვის არის საჭირო – ლეიბი, ბალიში, საბანი და რაც მთავარია, განმარტოება.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, შექსპირის დროს ინგლისში ასეთ თაროებზე ეძინა თითქმის ყველას, ვისაც კი შეეძლო შეეკვეთა ან თავად დაემზადებინა. საძინებელ თაროს, კარგ შემთხვევაში, კარი ჰქონდა ან უბრალოდ, ჩამოფარებული მუქი ფარდა. პირველი ვარიანტი მეტად გავრცელებული იყო, ვინაიდან ეს უჯრები მხოლოდ ინტიმური გარემოსთვის არ იყო საჭირო. თარო გათვლილი იყო ერთი ან ორი ადამიანისთვის, კარგად ინახავდა სითბოს ზამთარში და ასევე, იცავდა მას ორპირისგან.

მკვლევართა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ გლეხები ასეთ უჯრებში ბავშვებს კეტავდნენ, როდესაც მინდორში სამუშაოდ მიდიოდნენ. ეს დასაცავი ადგილი იყო თავდასხმების დროს, ვინაიდან დასაძინებელი უჯრა შესაძლოა წიგნების თაროდ ან სხვა რამედ ყოფილიყო შენიღბული. ზოგჯერ ხალხი შიგნით ძვირფასეულობას ინახავდა ან როდესაც დასაძინებლად წვებოდნენ, ყველაფერი ძვირადღირებული შიგნით შეჰქონდათ და კარს ბოქლომით კეტავდნენ.

საწოლებს მშვიდობიან დროსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ და ცნობილი დიზაინერებიც სწორად ასეთ ავეჯს ჰქმნიდნენ. მოგვიანებთ, XIX საუკუნეში ასეთი საძინებლების მოდა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. სუფთა ჰაერზე ძილის სურვილმა ევროპელებს აიძულა, უარი ეთქვათ მსგავს საწოლებზე. დღეს ასეთი საწოლების ნახვა მხოლოდ მუზეუმებშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები