ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელსა და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დღეს შეხვედრებს ცალ-ცალკე გამართავენ.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტირება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორები არიან. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება.