კახა კალაძე – საახალწლო განათებაზე: ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია  

“ჩემო მეგობრებო, დიდებო, პატარებო, დედაქალაქის სტუმრებო, გპირდებით, რომ წელს საახალწლოდ თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში იყო, თუმცა იქნება მოკრძალებული, მაგრამ იქნება ულამაზესი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კიკვიძის პარკში მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძემ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საახალწლო განათებებზე დახარჯული თანხა, სოციალურ პროგრამებს მოაკლდა.

მისი თქმით, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, არის ის სფერო, რასაც პანდემიის პირობებში არც ერთი თეთრი მოჰკლებია.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი მიმართულება ამ რთულ ვითარებაში და პანდემიის პირობებში, რომელსაც არ შევხებივართ, არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები. ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გადაწევა, დაფინასების შეჩერებაც მოგვიწია, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არც ერთი თეთრი არ მოჰკლებია. ბიუჯეტის 30 პროცენტი – დაახლოებით 350 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. არასდროს მითქვამს და არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა, უამრავ პროგრამას ვაფინანსებთ. პირადად მე, ჩემი შესაძლებლობებით, უამრავ ადამიანს ვეხმარები, არა მხოლოდ მე და მუნიციპალიტეტი, არამედ სახელმწიფო, ცენტრალური ხელისუფლება, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ოჯახებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ასე რომ რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ საახალწლოდ ქალაქი იყოს გალამაზებული, ბავშვებს გავულამაზოთ ახალი წლის დღეები, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და არ წავართმევთ არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს და არც პატარებს რომლებიც ამას ელოდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები