ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 1746-ე, ხოლო რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ 1650-ე შემთხვევაა.

აღინიშნება, რომ ამჟამად ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოში 11 პაციენტი მკურნალობს, ინფექციურ კორპუსში კი – 39.

ბოლო ერთ დღეში 19 პაციენტია გაწერილი.

ე.წ. რესპუბლიკაში სულ ორი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები