აზერბაიჯანში კარანტინი გამოცხადდა

აზერბაიჯანში, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 21 ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი იმოქმედებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

შეზღუდვების თანახმად, 21 ნოემბრიდან ბაქოს მეტროპოლიტენი შეზღუდვებით იმუშავებს; 28 დეკემბრამდე ყოველ შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს; კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმის გამო, პირბადის ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში სავალდებულოა, ე.წ.ნიღბების ტარებაზე კონტროლი გამკაცრდება; 65 წელს ზემოთ ადამიანებს, ასევე, რისკ ჯგუფში შემავალ პირებს, აუცილებლობის გარეშე, სახლების დატოვება ეკრძალებათ; ყველა ორგანიზაციას ევალება ოფისებში თანამშრომელთა რიცხვი 30%-მდე შეამციროს, დანარჩენები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის​ 2 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 83 994 დადასტურებული შემთხვევაა; ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 23 პაციენტი შეეწირა, სულ 1 053 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები