საფრანგეთის სენატში მთიანი ყარაბაღის აღიარების რეზოლუციის პროექტი შევიდა

საფრანგეთის სენატში (ზედა პალატა) მთიანი ყარაბაღის აღიარების რეზოლუციის პროექტი შევიდა, – ნათქვამია სენატის ოფიციალურ გვერდზე.

პროექტის ავტორი სხვადასხვა ფრაქციის 5 სენატორია.

ოქტომბრის შუა რიცხვებში პროექტი განსახილველად პარლამენტის ეროვნულ საკრებულოს (ქვედა პალატას) წარედგინა.

ორივე კანონპროექტის მიხედვით, საჭიროა მთიანი ყარაბაღის აღიარება მისი მოსახლეობის დაცვისა და აზერბაიჯანის მხრიდან საომარი მოქმედებების საფრთხის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები