გიორგი ვაშაძე: ჩვენ რომ ახლა ავდგეთ, თავი დავადოთ, შევიდეთ პარლამენტში და იქ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები მოვითხოვოთ, ეს ხომ იცით, რომ სასაცილოა

“ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება, ჩვენ მათ ავუხსენით ყველაფერი ეს”, – ამის შესახებ „სტრაგეტია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მაიკ პომპეოს წარმომადგენელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მათი მოწოდება იყო შეთანხმებისკენ. ჩვენი ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება, ჩვენ მათ ავუხსენით ყველაფერი ეს. პარლამენტში, სამწუხაროდ, არაფერი არ იცლვება, წინასწარ უნდა მოხდეს ყველა საკითხზე შეთანხმება, რომელზეც შეიძლება, ვიმსჯელოთ პარლამენტში ან მის გარეთ.
ჩეენ რომ ახლა ავდგეთ, თავი დავადოთ და შევიდეთ პარლამენტში, იქ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები მოვითხოვოთ, ეს ხომ იცით, რომ სასაცილოა“, – განაცხადა გიორგი გაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები