მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი-2″, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთ-ერთი კომპანიის მიერ შემოტანილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განუსაზღვრეს.
“აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10192 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ტანსაცმელი) აღმოჩნდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10192 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.