ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს ხვდებიან – “უმნიშვნელოვანესი პროცესია ყოველგვარი წინასწარი კომენტარების გარეშე”

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს ხვდებიან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საუბარი სხვადასხვა საკითხზე იქნება.

„უმნიშვნელოვანესი პროცესია ყოველგვარი წინასწარი კომენტარების გარეშე. ჯერ მოვისმენთ, რაზე იქნება საუბარი, რომ გადმოცემით არ ვსაუბრობდეთ სხვადახვა საკითხზე. ამის შემდეგ, ჩვენ საბოლოო პოზიციას გაგაცნობთ. ჩვენ ჩვენი მოთხოვნებით შევდივართ. მოვისმენთ, რას გვეტყვიან ამერიკელი პარტნიორები, ვისაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი როგორც ქართული დემოკრატიის, ასევე – ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები