ირაკლი ლატარია: საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს

“საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში,, წერს.

ის ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე ყველა წყაროს გაცნობის შემდეგ საუბრობს.

„არ მინდოდა, შეცდომაში შემეყვანეთ და დილიდან არ დამიტოვებია არცერთი წყარო და ყველასგან ერთი და იგივე რამ გავიგე: საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს.
რას უნდა ნიშნავდეს? ამაზე, ალბათ, ყველას გვაქვს პასუხი“, – წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები