“ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან

“ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. მათ სამომავლო გეგმებზე უნდა ისაუბრონ. ერთ-ერთი განსახილველი საკითხია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი და ამ მოვლენასთან დაკავშირებული აქცია, რომელსაც ოპოზიცია ხვალ გამართავს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გეგმები ცნობილია და მდუმარე აქცია ხვალ 11 საათიდან დაიწყება.

“ორმეტრიანი დისტანციით, სტიკერიც შესაბამისი, რომელსაც ეწერება – “გაყალბებულია”, მსურველები და ყველა ის ადამიანი და ჩვენი თანამოქალაქე, ვინც თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, მნიშვნელობა არ აქვს სხვა დანარჩენ კრიტერიუმებს, ერთადერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხვალ ვაპროტესტებთ და ვითხოვთ, არის თავისუფალი არჩევნები”, – აცხადებს გიგი უგულავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები