თეა წულუკიანი: “ბლეფია” იმის მტკიცება, რომ თუ ოპოზიცია იტყვის, აღარ გვინდა მეორე ტური, არჩევნები არ შედგება

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ჩუმად, თავიანთ პარტაქტივთან, მხარდამჭერებთან მუშაობენ, რომ მიიყვანონ და ხმა მიაცემინონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობა და მობილიზებისკენ მოუწოდა.

„მინდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭრებს უპრეცენდენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო, რადგან მეორე ტური ძალიან მნიშვნელოვანია დღეა და კარგი იქნება, თუ ოპოზიციის მხარდამჭერებიც გამოვლენ და ხმას მისცემენ მათ კანდიდატებს.

მეორე ტური შედგება და „ბლეფია“ იმის მტკიცება, რომ თუ ოპოზიცია იტყვის, რომ აღარ გვინდა მეორე ტური, არჩევნები არ შედგება. ეს არის რაც მეორე ტურზე უნდა ითქვას. გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ჩუმად თავიანთ პარტაქტივთან, მხარდამჭერებთან მუშაობენ რომ მიიყვანონ და ხმა მიაცემინონ, და კარგი იქნება თუ ხმმამაღლაც იტყვიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები