ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე მესამე დღეა, კოვიდ19-ით ინფიცირების კლება შეინიშნება.

ბოლო 24 საათში ვირუსი 36 პირს დაუდასტურდა, გამოკვლევა კი 151 ადამიანს ჩაუტარდა.

როგორც “იუგოსეტპოტრებნადზორის” ე.წ. უფროსის მოადგილე ანა გაგლოევამ განაცხადა, სექტემბრის შუა რიცხებიდან, მას შემდეგ – რაც რუსეთთან ე.წ.საზღვარი გაიხსნა,  ვირუსი 1612 პირს დაუდასტურდა, მათგან 321 გამოჯანმრთელდა, 1291 ადამიანია კლინიკებსა და სახლის პირობებში გადის მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები