თეა წულუკიანი: ოპოზიცია მოდელირებული, გაყალბებული არჩევნების შესახებ საუბრობს და არცერთი ფაქტი არ აქვს

„ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების შესახებ მოდელირებულად საუბრობს და ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ გააჩნია. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალ სივრცე“ განაცხადა.

„როცა ხელისუფლებაში იყვნენ, გამოიგონეს, რომ აგვისტოს ომი მოიგეს. არადა, ჩვენი მიცვალებულები გამოსვენებულებიც კი არ იყვნენ, ისე დაყარეს, გამოიქცნენ და ზეიმობდნენ არარსებულ გამარჯვებას. შემდეგ მოდელირებული ,,ქრონიკით,, გაუხეთქეს ხალხს გულები. ახლა კი მოდელირებული, გაყალბებული არჩევნების შესახებ საუბრობენ და არ აქვთ არცერთი ფაქტი“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები