ჯანდაცვის ექსპერტი: კორონავირუსმა, შესაძლოა, ადამიანში გვერდითი ეფექტები დატოვოს, მათ შორის გაფანტულობა, ასევე პრობლემები მახსოვრობასთან
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით კორონავირუსმა, შესაძლოა, ადამიანში გვერდითი ეფექტები დატოვოს, მათ შორის გაფანტულობა, ასევე პრობლემები მახსოვრობასთან. ამის შესახებ მან ,,დღის კურიერში” განაცხადა.
“ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ანუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.