თამარ გაბუნია: ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის.
“ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს,”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.