ეკატერინე ტიკარაძე: დღეს დანიშნულია ექსპერტებთან შეხვედრა და მათთან ერთად გადავწყვეტთ შემდგომ ღონისძიებებს
“დღეს დანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან და, შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ შემდეგ ღონისძიებებს, რაც იქნება საჭირო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა პროფესიონალთან, ეპიდემიოლოგსა და ექსპერტთან აქტიურად თანამშრომლობს.
„დღეს დანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან და, შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ შემდეგ ღონისძიებებს, რაც იქნება საჭირო. თუ რა დღიურ რაოდენობაზე შეიძლება, რომ ქვეყანაში კოლაფსი შეიქმნას, ეს ძალიან რთული სათქმელია, ვინაიდან მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილს არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა – მნიშვნელობა აქვს პაციენტების სიმძიმისა და ხარისხობრივ ჭრილსაც. მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან, ეპიდემიოლოგსა და ექსპერტთან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.