“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე შიდა კონსულტაციებს მართავენ
“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიცია იკრიბება და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე პარტიები შიდა კონსულტაციებს მართავენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტთან დაკავშირებით უცვლელია.
“ოპოზიცია მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. მართლაც სირცხვილია, იმ ფონზე, როგორც არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები გაიმართოს. ვისთვის მართავენ, არ ვიცი, საკუთარი თავისთვის, ალბათ.
რაც შეეხება დღევანდელ კონსულტაციებს, ჩვენ ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს მოლაპარაკებები იქნება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ოპოზიცია ორ აქციას აანონსებს 18 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას და 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს.