ბადრი ჯაფარიძე: აუცილებელია აშშ-ის კიდევ უფრო ღრმად ჩართულობა იმისთვის, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება, ეს იქნება აქციის ძირითადი გზავნილი

“აუცილებელია აშშ-ის კიდევ უფრო ღრმად ჩართულობა იმისთვის, რომ შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება, ეს იქნება აქციის ძირითადი გზავნილი”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ, ჟურნალისტებთან, “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ ოფისში ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

„დღეს იყო მუშა შეხვედრა, თითოეულ შეხვედრაზე ჩვენ ვიხილავთ მიმდინარე თემებს, ტექნიკურ დეტალებს შემდგომი ნაბიჯების, რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ხვალ გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ დეტალებზე მსჯელობას. აქციაზე მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ აშშ არის ჩვენი უახლოესი მეგობარი და გვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში და აუცილებელია აშშ-ის კიდევ უფრო ღრმად ჩართულობა იმისთვის, რომ შეწყდეს ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფო მიტაცება. ეს არის ძირითადი გზავნილი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები