დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია – არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო (მანანა) ნარიმანიძე – საქართველოში ჩეხეთის საელჩოს არაგვის პროგრამების მენეჯერს ვოიტეჰ კუბეჩის, პროექტის – “არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსება და მდგრადი მართვის” მენეჯერს მიხაელ ჰოსეკის და ამავე პროექტის ეროვნულ კოორდინატორს კახა ბახტაძეს შეხვდა.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დროს ექსპერტებმა მომზადებული დოკუმენტების წარდგენა და სახელმწიფო რწმუნებულის პროცესში ჩართულობის და მისი მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

„2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა 2 მოსმენით განიხილა კანონი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, რომლის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე შეიქმნას ახალი დაცული ტერიტორია – არაგვის დაცული ლანდშაფტი. აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მხარდაჭერაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჩეხი ექსპერტები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით”, -განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

ინფორმაციისთვის: “არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსება და მდგრადი მართვის” (პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ) კანონპროექტის ფარგლებში შემუშავებულია დაცული ტერიტორიის მმართველობის მოდელი, ზონირების რუკა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები