მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა
მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.