საქართველოს საელჩო აშშ-ში ნიუ იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო აშშ-ში ნიუ იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
“13 ნოემბრიდან (პარასკევი), ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები დაიკეტება საღამოს 10:00 საათიდან 05:00 საათამდე. შეზღუდვა არ შეეხება მიტანის მომსახურებას.
ახალი რეგულაციის თანახმად, შენობის შიდა და გარე შეკრებებზე დაშვებული იქნება მხოლოდ 10 ადამიანი.
რეგულაციების შესახებ, 11 ნოემბერს განცხადება გააკეთა ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.