საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრები სტადიონთან დახვდნენ
თბილისის “დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ნაკრებს ქომაგები გამამხნევებელი შეძახილებით და ტაშით დახვდნენ.
ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.
გადამწყვეტი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე მატში მაყურებლის გარეშე გაიმართება.