ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველ გიორგი ფხაკაძესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზებას. გიორგი ფხაკაძის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

„ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძეს საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარე. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზების საკითხს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები